25/02/2022
19:24
მსოფლიო
„ყველას უნდა ესმოდეს, პუტინმა ომი გამოუცხადა არა უკრაინას. პუტინმა ომი გამოუცხადა მთელ მსოფლიოს", - აღნიშნა პოროშენკომ.
მისი თქმით, უკრაინას დასავლეთის დახმარება სჭირდება.
„უკრაინას სჭირდება დასავლეთის დახმარება, სანქციების ჩათვლით, რუსეთის გამოდევნა SWIFT-დან და რუსული თვითმფრინავებისა და გემების დაბლოკვა ევროკავშირსა და ნატოს პორტებში", - განაცხადა პოროშენკომ.
პოროშენკომ ასევე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს თავდაცვის იარაღის მოწოდებისთვის.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიგრძნოთ, რომ მარტო არ ვართ, რომ თქვენ ჩვენთან ერთად ხართ“, - აღნიშნა მან.
ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, პუტინი უკრაინას ვერასდროს დაიპყრობს.
„არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ჯარისკაცს კლავს, რამდენი რაკეტა აქვს, რამდენი ბირთვული იარაღი აქვს, ჩვენ უკრაინელები ვართ, თავისუფალი ხალხი დიდი ევროპული მომავლით“, - აღნიშნა პოროშენკომ.
კიევის ქუჩაში ექსპრეზიდენტთან ჩაწერილ ინტერვიუს CNN-ი ავრცელებს. პეტრო პოროშენკოს ხელში „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატი უჭირავს.
0
0