17/01/2022
11:35
მსოფლიო
პოროშენკომ 16 იანვარს სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა.
«იმიტომ კი არ ვბრუნდები, რომ თქვენგან თავი დავიცვა, თქვენ ამად არ ღირხართ, არამედ იმისთვის, რომ უკრაინა დავიცვა. დავიცვა უკრაინა რუსეთის აგრესიისგან», – აღნიშნა პოროშენკომ.
მისი თქმით, ზელენსკის ხელისუფლებამ საზღვარგარეთ მისი მივლინებით ისარგებლა და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა ძალისხმევა გამოიყენა, რათა ის დაეშინებინა. პოროშენკო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს გაყალბებულს უწოდებს.
შეგახსენებთ, უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ პოროშენლოს წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო.
საქმე ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას ეხება. 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ექს-პრეზიდენტმა უკრაინა მას შემდეგ დატოვა, რაც სამართალდამცველებმ მისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს.
0
0