02/02/2022
10:44
მსოფლიო
პერუს სამხრეთ სანაპიროზე, ჩინჩას ხეობაში მომუშავე მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა ხერხემლის ძვლების უმეტესი ნაწილი დიდ ძირძველ სამარხებში აღმოაჩინა, რომლებიც ცნობილია როგორც „ჩულპასი“. სამარხები ასობით წლისწინანდელია და იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ევროპელი კოლონიზატორები სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში იმყოფებოდნენ. მკვლევარების აზრით, 1450-1650 წლებში ამ უნიკალური პრაქტიკისთვის ინდიელთა საზოგადოებიდან ზრდასრულები და არასრულწლოვნები აირჩიეს - ეს ის პერიოდია, როდესაც ინკების მმართველობა დასრულდა და რეგიონში ევროპული კოლონიზაცია ფართოდ გავრცელდა და გაბატონდა.
კვლევის წამყვანმა ავტორმა, ჯეიკობ ბონგერსმა, თქვა, რომ ეს კონკრეტული პერიოდი ყველაზე რთული იყო ჩინჩას ხეობის ისტორიაში, რადგან "ეპიდემიებმა და შიმშილმა ადგილობრივი მოსახლეობა იმსხვერპლა".
„ხერხემლის ძვლების რადიოკარბონული დათარიღება გვიჩვენებს, რომ ლერწმის ძელებზე მიცვალებულების ხერხემლები მათი თავდაპირველი დაკრძალვის შემდეგ მიამაგრეს, ძარცვის შედეგად ცხედრებისთვის მიყენებული ზიანის აღდგენის მიზნით, ანუ ეს შესაძლოა სხეულის მთლიანობის აღდგენის მცდელობად ჩაითვალოს. ჩვენი დასკვნებით, ეს აღმოჩენა წარმოადგენს პირდაპირ და რიტუალიზებულ რეაქციას ევროპული კოლონიალიზმის მიმართ,“ - თქვა ჯეიკობ ბონგერსმა.
ჩინჩას ხეობაში ინდიელთა მრავალი ჯგუფისთვის სიკვდილის შემდეგ სხეულის მთლიანობის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. კვლევის თანახმად, ჩინჩოროს ტომმა ხელოვნური მუმიფიკაციის პირველი ცნობილი ტექნიკა შეიმუშავა - ათასწლეულებით ადრე, სანამ ძველი ეგვიპტელები დაკრძალვის ამ რიტუალს გამოიყენებდნენ.
https://edition.cnn.com/2022/02/01/americas/human-spines-peru-intl-scli-scn/index.html
0
0