22/10/2024
10:34
მსოფლიო
პერუს სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტ ალეხანდრო ტოლედოს, კორუფციისა და ფულის გათეთრების საქმეზე, 20 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურორების განცხადებით, ტოლედომ 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო ბრაზილიური სამშენებლო კომპანია Odebrecht-ისგან, რომელსაც, სამხრეთ პერუში გზის აშენების თაობაზე, კონტრაქტი გაუფორმდა.
78 წლის ტოლედო პრეზიდენტის თანამდებობას 2001-2006 წლებში იკავებდა. ის 5 წლის წინ დააკავეს კალიფორნიაში, სადაც მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა, ხოლო, გასულ წელს, დამნაშავის სტატუსით, პერუს გადაეცა.
კომპანია Odebrecht-მა აღიარა, რომ ჩინოვნიკებს, ლათინურ ამერიკასა და აშშ-ში სახელმწიფო კონტრაქტების უზრუნველსაყოფად, მილიონობით დოლარის ქრთამი გადაუხადა.
როგორც Associated Press-ი წერს, ტოლედომ მოსამართლე ინეს როხასის მიერ წარდგენილი ბრალდებები უარყო.
2019 წელს, პერუს კიდევ ერთმა ყოფილმა პრეზიდენტმა, ალან გარსიამ, თავი მოიკლა, როცა პოლიცია მის სახლში დასაპატიმრებლად მივიდა ბრაზილიურ სამშენებლო ფირმა ოდებრეხტთან ქრთამის აღების საქმეზე გარიგებასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო. კომპანიამ მას შემდეგ სახელი შეიცვალა და Novonor-ი გახდა.
0
0