04/07/2022
14:20
მედიცინა
კალიფორნიის უნივერსიტეტი ირვინი-ს მკვლევრებმა აღმოაჩინეს სასიგნალო მოლეკულა, სახელად SCUBE3, რომელიც ასტიმულირებს თმის ზრდას და შესაძლოა ანდროგენული აპოლეციის, თმის ცვენის გავრცელებული სახეობის თერაპიულ მკურნალობის განვითარებაში რევოლუციური როლი შეასრულოს.
კვლევაში რომელიც 30 ივნისს ჟურნალ Developmental Cell-ში დაიბეჭდა ზუსტადაა აღწერილი თუ რა მექანიზმით წარმათავენ დერმული დვრილის უჯრედები (სიგნალის მწარმოებელი ფიბრობლასტები) ყოველი თმის ღერის ძირში თმის ზრდას.
“თმის ფოლიკული სიცოცხლის ციკლის მანძილზე, სხვადასხვა დროს, დერმულ დვრილებს შეუძლიათ გააგზავნონ სიგნალები, რომლებიც თმის ფოლიკულებს ან უმოქმედო მდგომარეობაში გადართავს ანდა პირიქით, თმის ზრდის პროცესს წამოიწყებს,“ ამბობს მაქსიმ პლიკუსი, კვლევის თანაავტორი, დოქტორი და კალიფორნიის უნივერსიტეტის განვითარებისა და უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი. „ჩვენ გამოვავლინეთ, რომ SCUBE3 არის დერმული დვრილების მიერ წარმოებული სასიგნალო, შუამავალი მოლეკულა და მისი ფუნქციაა მეზობელ თმის ბოლქვის უჯრედებს „ანიშნონ“ რომ გაყოფა (გამრავლება) დაიწყონ. ეს კი ახალი თმის ზრდის მაუწყებელი პროცესი [და მისი პირველი ეტაპია].“
დერმული დვრილების მიერ გამააქტიურებელი მოლეკულების ეფექტური წარმოება გადამწყვეტი ფაქტორია თმის ჯანსაღი ზრდისთვის - ისევე როგორც ადამიანებისთვის, ასევე თაგვებისთვის.
ანდროგენული ალოპეციით დაავადებული ადამიანების ორგანიზმში დერმული დვრილების უჯრედები მალფუნქციურები არიან და ვერ უზრუნველყოფენ SCUBE3-ს და სხვა გამააქტიურებელი და სასიგნალო მოლეკულების საკმარისი რაოდენობით წარმოქმნას. ამ კვლევისთვის მეცნიერებმა შეიმუშავეს და გამოიკვლიეს თაგვების მოდელი ჰიქერაქტივირებული დერმული დვრილის უჯრედებით და შენიშნეს შედეგობრივი გადაჭარბებული თმიანობა. მკვლებრები ასკვნიან, რომ SCUBE3 მოლეკულა გადაჭარბებული თმიანობის და თმის ზრდის აღდგენის გამოწვევა შეუძლია.
სხვა ექსპერიმენტში SCUBE3 მოლეკულა თაგვის კანში შეიყვანეს სადაც ადამიანის თავის ქალის უნაყოფო ფოლიკულები იყო გადანერგილი. პროცედურის შედეგად შესამჩნევი გახდა ახალი თმის ზრდა ისევე როგორც ადამიანის გადანერგილ უმოქმედო, ასევე ახლომდებარე თაგვის ფოლიკულებში.
“ეს ექსპერიმენტები წარმოაჩენენენ იმის დამამტკიცებელ საბუთს, რომ SCUBE3 თმის ცვენის პერსპექტიული სამკურნალო საშუალება არის, ‘’ ამბობს ქრისტიან გერერო-ხუარეზმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტი მკვლევარი მათემატიკის განხრით.
ამჟამად ბაზარზე აპოლეციის სამკურნალოდ მხოლოდ ორი მედიკამენტია გავრცელებული, - ფინასტერიდი და მინოქსიდილი - რომლებიც საკვებისა და მედიკამენტების მარეგულირებელი (აშშ-ს) ფედერალური სააგენტო-ს მიერ არიან დამტკიცებულები. ფინასტერიდი მხოლოდ კაცების მიერ მოხმარებისთვისა არის განკუთვნილი. ამ ორიდან წამლიდან არცერთია უნივერსალურად შედეგიანი მიუხედავად იმისა, რომ მათი ყოველდღიური მიღება არის საჭირო.
„არსებობს თმის ცვენის საწინააღმდეგო ახალი, მეტად ეფექტური მედიკამენტის საჭიროება. ბუნებრივად მოპოვებადი ნაერთები, რომლებსაც დერმული დვრილის უჯრედები იყენებენ, წარმოადგენენ მედიკამენტის შემდეგი თაობის იდეალურ კანდიდატებს. ჩვენი ადამიანის თმის ტრანსპლატის მოდელი SCUBE3-ის პრეკლინიკურ პოტენციალს ამყარებს, ‘’ განაცხადა მკვლევარმა პლიკუსმა.
კალიფორნიის უნივერსიტეტმა უკვე შეიტანა პატენტის განაცხადი SCUBE3-ს თმის ზრდის სტიმულაციის გამოყენებისთვის. შემდგომი კვლევები გაგრძელდება პლინკუსის ლაბორატორიებში, ბიოტექნოლოგიურ კომპანია Amplifica Holdings Group Inc. -ში.
მკვლევრების გუნდი დაკომპლექტებული იყო მეცნიერებით კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, სან დიეგოდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, კორეიდან, და ტაივანიდან.
წყარო: ScienceDaily
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0