პენსილვანიაში სასამართლომ კენჭისყრის პროცესის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო - სარჩელი ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა წარადგინა
05/11/2024
22:53
მსოფლიო
A-
+A
პენსილვანიაში სასამართლომ კენჭისყრის პროცესის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა (RNC) შტატის ერთ-ერთ ოლქში სარჩელი წარადგინა.
სარჩელში საუბარი იყო საგანგებო მოთხოვნაზე, რომლის მიზანიც გახლდათ ხმის მისაცემად გამოყოფილი დროის გაგრძელება, რადგან მნიშვნელოვანი პროგრამული ხარვეზების გამო სკანერის აპარატმა დროებით მუშაობა შეწყვიტა. ამ ფაქტის გამო კი ამომრჩევლებს ხანგრძლივ რიგში მოუწიათ ჩადგომა.
ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ ამომრჩევლებს მოუწოდა, დარჩნენ რიგებში.
„ხმების დამუშავების დღევანდელმა პრობლემებმა დაგვიანებები გამოიწვია – ეს მიუღებელია“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
0
0
29
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%