22/12/2022
12:24
სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახური "სიმულაციის დასადგენად" მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პენიტენციურის წარმომადგენლის, ნიკა აბრამიშვილის განცხადებით, ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო “ვივამედში” გადაღებულ კადრებზე, რომლებიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.
აბრამიშვილის თქმით, კადრების გავრცელების შემდეგ - "გაჩნდა რიგი კითხვები, ხომ არ ვლინდება მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის ქმედებებში სიმულაციის ნიშნები."
"აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმებას. შესაბამისად მართებულად მიგვაჩნია, რომ სასამართლოდ სამედიცინო ექსპერტიზამ ჩაატაროს ექსპერტიზა სამივე დაწესებულებამ, მათ შორის ლევან სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ. პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: არის თუ არა მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი დაავადებული მძიმე ავადმყოფობით", - თქვა აბრამიშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს დღეს დისტანციურ რეჟიმში ესწრება ექსპრეზიდენტი.
0
0
თბილისში აფეთქება მოხდა
17/11/2024