18/09/2024
11:05
მსოფლიო
ტაივანში მოქმედი კომპანია Gold Apollo-ს დამფუძნებელმა ჰსუ ჩინგ-კუანგმა განაცხადა, რომ პორტატული პეიჯერები, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ლიბანში აფეთქდა, ევროპაში, კომპანიის სახელით, ლიცენზიით განსაზღვრული წესების შესაბამისად დამზადდა.
როგორც ჰსუ ჩინგ-კუანგმა ჟურნალისტებს განუცხადა, AR-924 მოდელის მოწყობილობები უშუალოდ Gold Apollo-ს არ დაუპროექტებია, თუმცა ევროპულ ფირმას მისი სახელით სარგებლობის უფლება ჰქონდა.
ჩინგ-კუანგმა ევროპული კომპანიის შესახებ დამატებითი დეტალები არ დააკონკრეტა.
მანამდე კი, ორმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ისრაელის უსაფრთხოების სააგენტო Mossad-მა „ჰეზბოლას“ მიერ შეკვეთილ 5000 პეიჯერში მცირე რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება დაამონტაჟა. იმავე წყარომ განაცხადა, რომ ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა პორტატული მოწყობილობები "წარმოების დონეზე" შეცვალა. Reuters-ის მიერ მოპოვებულ პეიჯერების სურათებზე პეიჯერების უკანა მხარეს ფორმატი და სტიკერები ჩანს, რომლებიც Gold Apollo-ს მიერ დამზადებულ პეიჯერებს შეესაბამება.
ისრაელი ჯერ კიდევ არ აკეთებს კომენტარს ლიბანში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით, რომლებსაც 9 ადამიანი ემსხვერპლა.
0
0