04/11/2021
15:37
საზოგადოება
მისი თქმით, სააკაშვილს პატრიარქის წერილი უნდა გადასცეს.
„კიდევ ერთხელ მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან ისევ იგივე დავალებით, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი. წერილის შინაარსი შეეხება მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. თხოვნა არის და რჩევა არის მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა“, - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ისაუბრეს თუ არა ილია მეორემ და სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტის შეწყალების თემაზე, პატრიარქის მდივანმა უპასუხა, რომ შეხვედრაზე ეს საკითხი განხილული არ ყოფილა.
„არ ყოფილა ამაზე საუბარი, საუბარი შეეხებოდა კოვიდპანდემიას, რომელიც აწუხებს ქვეყანას და ძალიან შემაშფოთებელია ბოლოდროინდელი სტატისტიკა. პრეზიდენტის შეწყალების თემაზე საპატრიარქო ასეთ თხოვნას ვერ გააკეთებს, რადგან ასეთი უფლება აქვს ქვეყნის პრეზიდენტს“, - აღნიშნა მამა მიქაელმა.
0
0
ქარი, წვიმა, მთაში მოთოვს - ამინდი უარესდება
15/11/2024