14/12/2022
12:57
სამართალი
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სააკაშვილის ინტერესების დამცველმა იუსტიციის სამინისტროს სამარცხვინო უწოდა და თქვა, რომ მათ პატიმრის დისტანციურად ჩართვა 2 კილომეტრიდან ვერ მოახერხეს.
„სირცხვილი იუსტიციის სამინისტროს, სირცხვილი მათ. პატიმარი ვერ ჩართეს 2 კილომეტრიდან. ყველაფერს ცდილობენ რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი. სხვა არაფერი არ ჰქვია ამას“, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 22 დეკემბრის 11:00 საათამდე გადაიდო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვერ მოხერხდა მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა.
მოსამართლე გიორგი არევაძემ კი პენიტენციურ სამსახურს დაავალა, სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა დაცული ვიდეომასალა, დაცვის მხარეს გადასცეს.
0
0