30/12/2021
16:14
პოლიტიკა
კანონპროექტი მეორე მოსმენით ისე განიხილეს, რომ დეპუტატებს კითხვა არ დაუსვამთ, თუმცა ოპოზიციის პოზიცია ცნობილია. ისინი საკითხის განხილვის გადავადებას ითხოვენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დასაქმებულმა ადამიანებმა, მმართველი გუნდისგან გარანტიები მიიღეს. ორი ახალი სამსახურის შექმნის შემდეგ, ისინი კონკურსის გარეშე შეძლებენ დასაქმებას.
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ცვლილებების მიზანია კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს. სპეკულაციების საპასუხოდ, პროექტში, მმართველმა გუნდმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებზე სპეციალური ჩანაწერი გააკეთა. გაიწერა, რომ პირველი მარტიდან, ისინი მუშაობას გააგრძელებენ და საკუთარი სურვილის მიხედვით გადანაწილდებიან ორ ახალ უწყებაში. დაზუსტების ინიციატივა ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის.
0
0