პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა
30/12/2021
18:32
პოლიტიკა
A-
+A
პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილებებს რამდენიმე წუთის წინ უყარეს კენჭი. პროექტს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა შვიდი კანონმდებელი.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მის ბაზაზე ორი ახალი სამსახური – პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო სამსახურები იფუნქციონირებს.
ეს სამსახურები მომავალი წლის მარტიდან ამოქმედდება. პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სამსახურებში გადანაწილდება 120 თანამშრომელი, რომელიც ამჟამად ინპექტორის სამსახურში არის დასაქმებული. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლა არ მოუწევთ.
0
0
310
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%