07/02/2022
14:23
პოლიტიკა
კომიტეტის დასკვნა 14-18 თებერვლის კვირაში პლენარულ სხდომას წარედგინება. კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ გასულ წელს, საშემოდგომო სესიაზე 15 პლენარული სხდომა ჩატარდა და შალვა ნათელაშვილმა 15-ვე სხდომა გააცდინა.
ქადაგიშვილი განმარტავს, რომ კონსტიტუციის შესაბამისად, თუ დეპუტატი სხდომების ნახევარზე მეტს არ ესწრება, მას სადეპუტატო უფლებამოსილება უწყდება.
დეპუტატი აცხადებს, რომ შალვა ნათელაშვილის მხრიდან სხდომების გაცდენის მიზეზის თაობაზე ოფიციალური მიმართვა არ ყოფილა.
„კომიტეტს ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
კომიტეტის სხდომას არ ესწრება შალვა ნათელაშვილი და არც მისი წარმომადგენელი.
ამასთან, კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს კახა კუჭავასთვის სადეპუტატო უფლებამოსულების შეწყვეტას. ამ წუთებში, ბადრი ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობენ.
0
0