18/09/2024
19:01
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი იღებს კანონებს, რომელიც მომდინარეობს საზოგადოებრივი ინტერესიდან და მიმართულია საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დაცვისკენ. ეს კანონებიც, რომელიც გახდა შეშფოთების საგანი და კრიტიკის საფუძველი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ემსახურება საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„რაც შეეხება კრიტიკას, ჩვენ გვესმოდა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით მისი ანალოგის ძებნის მცდელობები, რუსულ კანონად მონათვლა და ათასნაირი შეფასებები, რომელიც ახლოსაც კი არ იყო ამ კანონის მიღების რეალურ და ობიექტურ საფუძვლებთან. საერთოდ აცდენილი იყო ის შეფასებები კანონის შინაარსთან და კანონის არსთან.
იგივე ხდება ახლაც. მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოჯახური ღირებულებების კანონზე, გვესმის, რომ თითქოს ეს კანონი არის დისკრიმინაციული და ახდენს სტიგმატიზებას. ძალიან უცნაურია ასე შეაფასო კანონი, რომელშიც არც ერთი მუხლი არ არის დისკრიმინაციული“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0