14/12/2023
10:07
ეკონომიკა
პარლამენტი დღეს 2024 წლის ბიუჯეტს ამტკიცებს. მომავალი წლის ქვეყნის მთავარი ფინანური დოკუმენტი 28,5 მილიარდი ლარით განისაზღვრება. ხარჯვითი ნაწილი, საბოლოო ვერსიაში, 165 მილიონი ლარითაა გაზრდილი, საიდანაც 130 მილიონი რეგიონების პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. ცალკე მიმართულებაა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. გაზრდილი ბიუჯეტი ასევე გათვლილია ხელფასების ზრდაზე, ასევე ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის და სოციალურ მიმართულებებზე.
"თანხა გადანაწილდა ყველა სამინისტროსა და უწყებაზე, არ დარჩენილა არც ერთი სამინისტრო, ვისაც თანხა არ მოემატა. რას ნიშნავს წინასაარჩევნო? რა, პენსიები შარშან არ გავზარდეთ? უფრო მეტით გაიზარდა. ხელფასები არ გაიზარდა შარშან? აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი შარშან, ან შარშანწინ არ შენდებოდა? რას ქვია, ერთი ფაქტი ხო უნდა მოიყვანო?! თუ კარგს აკეთებ, წინასაარჩევნო რატომ არის? იგივე იყო შარშან, შარშანწინ და ასე გაგრძელდება," - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე.
ოპოზიცია ბიუჯეტის მხარდაჭერაზე უარს ამბობს.
0
0