პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე რევაზ ჩიკოიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
07/09/2024
22:22
სპორტი
A-
+A
პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ (+90 კგ – J2) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტურნირის ფინალში ქარველი თურქ ბოლუკბასთან დამარცხდა.
დღეს ტურნირზე გამომსვლელი მეორე ქართველი პარასპორტსმენი ლაშა ყიზილაშვილი (-90 – J2) ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე რვა მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა, ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი და პარაძიუდოისტი ინა ქალდანი დაეუფლნენ.
0
0
165
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%