08/09/2024
12:22
სპორტი
პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების დახურვის დღეს ერთი ქართველი იასპარეზებს – პარაწოლჭიმში მედლის მოპოვებას აკაკი ჯინჭარაძე (+107კგ) შეეცდება. ჩვენი პარასპორტსმენი თბილისის დროით 17:35 წუთზე გამოვა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე რვა მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი და პარაძიუდოისტი ინა ქალდანი დაეუფლნენ.
საქართველოს პარალიმპიურმა ნაკრებმა პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ხუთ სახეობაში უკვე 13 პარაათლეტით იასპარეზა.
0
0