პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბილეთების რეალიზაციის ახალი რეკორდი დამყარდა
18/07/2024
12:15
სპორტი
A-
+A
პარიზის ოლიმპიურმა თამაშებმა რეკორდი დაამყარა გაყიდული ბილეთების რაოდენობით. ამის შესახებ განაცხადა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა ტონი ესტანგემ.
„რეკორდი ეკუთვნოდა ატლანტას ოლიმპიადას – 8.3 მილიონი ბილეთი. და ახლა, ეს შედეგი გაუმჯობესდა. ჩვენ გავყიდეთ 8.6 მილიონი ბილეთი ოლიმპიადაზე და მილიონზე მეტი – პარალიმპიადაზე.
ვამაყობთ, რომ უკვე გავაუმჯობესეთ რეკორდი, მაგრამ ჯერ კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია“, – მოჰყავს ესტანგეს სიტყვები სააგენტი AFP-ს.
პარიზის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება, პარალიმპიადა – 28 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე.
0
0
171
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%