12/09/2024
19:24
სპორტი
პარალიმპიურმა ჩემპიონმა გიგა ოჩხიკიძემ პრემიერ-მინისტრს სპორტის განსაკუთრებული გულშემატკივრობისთვის საჩუქრად ორჯერ სერტიფიცირებული ბირთვი გადასცა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პარალიმპიელმა ჩემპიონმა პარალიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პარალიმპიური კომიტეტის სურვილია, ორჯერ სერტიფიცირებული ბირთვი პრემიერის პირად კოლექციაში დარჩეს.
„ჩვენი მხრიდან, ჩვენი გუნდისგან, ჩვენი პარალიმპიური კომიტეტისგან გვსურს, ერთი პატარა საჩუქარი გავუკეთოთ ბატონ ირაკლი კობახიძეს. ძალიან კარგად ვიცით ბატონი ირაკლი კობახიძის წარსული მოღვაწეობა, როგორც სპორტული ჟურნალისტის და ვიცით, როგორი განსაკუთრებული გულშემატკივარი ხართ სპორტის. ეს არის ჩვენი იარაღი, ის ბირთვი, რომელმაც ორჯერ გაიარა სერტიფიცირება, ერთხელ იაპონიაში, ქალაქ კობეში, სადაც რეკორდი მოვხსენით, გავიმარჯვეთ და ოქროს მედალი წამოვიღეთ და მეორედ პარალიმპიურ თამაშებზე, პარიზში, საიდანაც ასევე ორი რეკორდი წამოვიღეთ. მინდა, რომ თქვენთან იყოს ეს, თქვენს პირად კოლექციაში დარჩეს“, - განაცხადა გიგა ოჩხიკიძემ პარალიმპიელების დახვედრის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024