პანდემია 2022 წლამდე გაგრძელდება - ჯანმო
21/10/2021
10:59
საზოგადოება
A-
+A
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, „კორონავირუსის პანდემია "მოსალოდნელ დროზე უფრო მეტხანს გაგრძელდება, რადგან ღარიბი ქვეყნები საჭირო ვაქცინებით არ მარაგდებიან.“
ჯანმო-ს მთავარმა მრჩევლის, ბრიუს ეილვარდის თქმით, ეს ნიშნავს, რომ Covid-19-ის კრიზისი "ჩვეულებრივ, 2022 წელსაც მოიცავს".
დიდი ბრიტანეთიდან ღარიბ ქვეყნებში 10 მილიონზე მეტი (ჯამში, 100 მლნ) ვაქცინა გაიგზავნა. აფრიკის მოსახლეობის 5%-ზე ნაკლებია აცრილი, სხვა კონტინენტებზე კი ეს მაჩვენებელი 40%-ს აღწევს.
ეილვარდმა მდიდარ ქვეყნებს ვაქცინების რიგში თავიანთი ადგილების დათმობისკენ მოუწოდა, რათა ფარმაცევტულ კომპანიებს საშუალება მიეცეთ, პრიორიტეტი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს მიანიჭონ.
”შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არ ვართ პანდემიის დასრულების გზაზე... ნამდვილად გვჭირდება პროცესის დაჩქარება, ან იცით რა მოხდება? ეს პანდემია გაგრძელდება იმაზე დიდხანს, ვიდრე უნდა გაგრძელებულიყო,“- აღნიშნა ეილვარდმა.
0
0
437
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%