21/10/2024
11:18
საზოგადოება
პაკისტანის ჯანდაცვის ორგანოების განცხადებით, პოლიომიელიტის კიდევ 6 შემთხვევა დადასტურდა, შედეგად, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა. ველური პოლიოვირუსის ტიპი 1-ის (WPV1) ახალი შემთხვევები ბელუჯისტანის, სინდისა და ხეიბერ პახტუნხვის პროვინციაში დაფიქსირდა.
ინფექციური დაავადება პოლიომიელიტი, რომელიც ბავშვებში დამბლას იწვევს, ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული გლობალური ვაქცინაციის შემდეგ, პრაქტიკულად აღმოფხვრილად ითვლებოდა. პაკისტანი და ავღანეთი [18 შემთხვევა] გამონაკლისი ქვეყნებია, სადაც დაავადება ჯერ კიდევ ენდემურია. როგორც ცნობილია, პოლიომიელიტი არ ინკურნება.
28 ოქტომბერს, პაკისტანი პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნულ კამპანიას დაიწყებს, რაც 5 წლამდე ასაკის 45 მილიონზე მეტი ბავშვის ვაქცინაციას ითვალისწინებს. ამავდროულად, რადიკალური სასულიერო პირები და ბოევიკები ვაქცინაციის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებენ და ამტკიცებენ, რომ „ვაქცინაცია, მუსლიმების განადგურების მიზნით, დასავლეთის მიერ მოწყობილი შეთქმულებაა. შესაბამისად, ბევრი მათგანი აცრას თავიდან აიცილებს“.
0
0