პაკისტანში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
16/08/2024
18:45
მედიცინა
A-
+A
Mpox ვირუსი, რომელიც მაიმუნის ყვავილის სახელითაა ცნობილი, პაკისტანშიც გამოჩნდა - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ვირუსის, მინიმუმ, 1 შემთხვევა, რომელიც მოგზაურობიდან დაბრუნებულ პაციენტში გამოვლინდა. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ვირუსის შტამი დაუდგენელია.
Mpox ვირუსის ახალმა შტამმა გლობალური შეშფოთება გამოიწვია იმ ფონზე, რომ ვირუსის ეს ფორმა ბევრად სწრაფად და მარტივად გადადის მჭიდრო, ინტენსიური კონტაქტის დროს. ვირუსი, ძირითადად, აფრიკის კონტინენტზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია გავრცელებული, თუმცა ახალი შტამის პირველი შემთხვევა გუშინ შვედეთშიც დაფიქსირდა.
0
0
353
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%