18/01/2022
12:38
მედიცინა
მისი თქმით, ბოლო 24 საათში კლინიკას 35-მა პაციენტმა მიმართა და აღნიშნა, რომ საშუალოდ მომართვიანობა დღეში 7-8 პაციენტს შეადგენდა. რეხვიაშვილის განცხადებით, დატვირთვა განსაკუთრებით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაიზარდა.
„კლინიკაში ჯერ ადგილების საშუალება არის, თუმცა თითქმის სრულად დატვირთული ვართ. დატვირთვა განსაკუთრებით გაიზარდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც 20-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს და შესაბამისად, იქ რესურსი უკვე ამოწურული გვაქვს.
რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, უმეტესობა არის საშუალო სიმძიმის. ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში უფრო მძიმე პაციენტები მკურნალობენ. ძირითადი გამოვლინება არის მაღალი ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, რესპირაციული ნიშნები. მოგვმართავენ ასევე ქრონიკული დაავადებებით, დიაბეტით და სხვა ქრონიკული დაავადებებით, რომელიც კოვიდმა უფრო გაუმწვავა“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.
რაც შეეხება ვაქცინირებულ პაციენტებს, რეცხვიაშვილის თქმით, არც ერთი ვაქცინირებული ბავშვი კლინიკაში არ მკურნალობს.
„ვაქცინაცია იცავს ჰოსპიტალიზაციისგან და ალბათ ეს არის მიზეზი, რატომ არ გვყავს კლინიკაში ვაქცინირებული ბავშვები. გვყავს ვაქცინირებული 18 მშობელი, მათთან დაავადება ან არ არის, ან ძალიან მსუბუქი სიმპტომებით მიდის, რაც ასევე მეტყველებს, რომ ვაქცინაციას თავისი ეფექტი აქვს“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
დავით რეხვიაშვილის თქმით, „არაკოვიდ მიმართულებაში ყოველგვარი რესურსი ამოწურულია“.
„ჩვენთან მცირე რაოდენობით კიდევ დარჩენილია არა კოვიდსაწოლები, რომლებიც სრულად გადატვირთულია და მოთხოვნა მაღალი იყო. გუშინ მოგვიწია სამწუხაროდ პაციენტებისთვის უარის თქმა, რადგან არაკოვიდ მიმართულებაში ყოველგვარი რესურსი ამოწურული გვაქვს. არიან ბავშვები ბრონხიოლიტებით, რომელიც არაკოვიდ ვირუსულმა ინფექციამ გამოიწვია და სხვა ქირურგიული და არაქირურგიული პათოლოგიები, თუმცა იქ ჩვენი რესურსი გაცილებით უფრო მწირია. ამიტომ გვიწევს ასეთი ტიპის პაციენტებისთვის უარის თქმა“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.
0
0