11/09/2022
16:33
სამართალი
ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით ანასეულის გზაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავს იმ დროს დაესხნენ, როცა ის თანმხლებ პირთან ერთად ავტომანქანით ანასეულის გზაზე გადაადგილდებოდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, კლინიკაში ახალგაზრდა მამაკაცი უცნობმა პირებმა შეიყვანეს. როგორც ექიმმა განაცხადა, მას სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა.
„შემოყვანისთანავე ამოიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა პაციენტი უკვე გარდაცვლილი იყო, მას სიცოცხლე ნიშნები არ აღენიშნებოდა, მიუხედავად ამისა ჩატარდა რეანიმაციული ღონისძიებები“, - განაცხადა კლინიკა „მედალფას“ რეანიმატოლოგმა რამაზ ზერებცოვმა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი იტალიიდან საქართველოში ერთი კირის წინ ჩამოვიდა.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი).
0
0
დოლარის ფასი შეიცვალა - ვალუტის კურსი
15/11/2024