07/11/2024
15:54
პოლიტიკა
ჩვენ ვიცით ლიდერების პოზიციები, მათ შორის, ზოგიერთის პირდაპირ, ზოგიერთზე კი მაღალი ხარისხის ეჭვები გვაქვს. ამ ოთხ პარტიას პარლამენტში შესვლა უნდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ის ოთხი პარტია, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, პარლამენტში შევა.
„ეს ოთხი პარტია ახლა იქცევა ისე, რომ ადამიანებს უთხრან, თითქოს იბრძვიან. სინამდვილეში, ნამდვილი ბრძოლის ნაცვლად, რასაც ეს ოთხი პარტია უნდა აკეთებდეს, კვაზი ბრძოლასთან გვაქვს საქმე. შევლენ, უბრალოდ, ახლა ასე უნამუსოდ იტყუებიან. მოგეხსენებათ, ყოფილი იურისტი ვარ და თუ ვიცი, რომელიღაცა მხარე არასწორი მოთხოვნით დავობს სასამართლოში, იმას კი არ უნდა აჰყვე, არამედ უნდა უთხრა მოსამართლეს, მე ამასთან არ ვარო. ჩვენი მოსამართლე ახლა ხალხია და მე ჯერჯერობით ვეუბნები, რომ ამ დანარჩენ გიჟ ოპოზიციასთან არ ვარ, ისინი ერთად არიან, მე სხვაგან ვარ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
0
0