25/06/2022
17:09
მსოფლიო
ნორვეგიის დედაქალაქში 25 ივნისისთვის დაგეგმილი, ლგბტ-თემის აღლუმის - პრაიდის ჩატარება გაუქმდა მას მერე, რაც ქალაქში სროლის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო 21 დაიჭრა.
პოლიციამ დააკავა 42 წლის პირი, ირანული წარმოშობის ნორვეგიის მოქალაქე, მალევე მას მერე, რაც ღამის პირველი საათისთვის, ოსლოში, სამ ადგილას, მათ შორის გეი-ბარში, ატყდა სროლა.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის მომხდარს „ტერორისტულ აქტად“ განიხილავს.
ორგანიზატორებმა მსვლელობისა, რომელიც 25 ივნისს დღისით უნდა გამართულიყო, გამოაცხადეს, რომ აუქმებენ მას. მათ ფეისბუკით გაავრცელეს ცნობა, რომ პოლიციის მკაფიო რჩევის თანახმად, „ყველა შეხვედრა, რომელიც ოსლოში პრაიდს უკავშირდება“, გაუქმდა.
„ჩვენ არ ვიცით ამ საშინელი აქტის მიზეზი, მაგრამ ყველა ჰომოსექსუალს, რომლებსაც ახლა ეშინიათ და გლოვობენ, ვეუბნებით, რომ მათთან ვართ“, განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ. პოლიციის თანახმად, ორი პირი დაიღუპა და 21 დაშავდა, მათგან ათი - მძიმედ.
0
0