10/10/2021
16:28
კულტურა
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ვადის ამოწურვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს:
„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” – რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე;
„პერსონა #2“ – რეჟისორი ნინო ბასილია;
„მეოთხე ბრაიტონი“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.
წარდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე.
კომისიის შემადგენლობაში არიან:
მერაბ ნინიძე;
ნანა ჯორჯაძე;
ნანა ექვთიმიშვილი;
დეა კულუმბეგაშვილი;
კონსტანტინე ჩლაიძე;
გიორგი ოვაშვილი;
რატი ონელი;
ლევან კიტია;
ვლადიმერ კაჭარავა;
ალექსანდრე გაბელია;
გიგიშა აბაშიძე;
ია სუხიტაშვილი;
ირაკლი სოლომანაშვილი;
მარიამ ჭაჭია;
თამთა გაბრიჩიძე.
კომისიის წევრებისთვის კვალიფიციური ფილმების დახურული ჩვენება შედგება 12 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში. კანდიდატი ფილმის სახელი ცნობილი დღის ბოლოს გახდება.
0
0