05/10/2024
18:36
საზოგადოება
4 სექტემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ სალხინოში ატომობილი ახალგაზრდა ორსულ ქალს დაეჯახა
ქალი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, მისი მდგომარეობა მძიმეა, რაც შეეხება ნაყოფს, ექიმებმა გარდაცვლილი ამოიყვანეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის შემთხვევის შემდეგ თავად ჩაბარდა პოლიციას.
,,ეს გოგო ახლობელმა ხიდამდე მიიყვანა, მერე უთქვამს, რომ ფეხით ავიდოდა სახლამდე და ჩამოსულა მანქანით, 200 მეტრი ექნებოდა გავლილი, რა დროსაც მანქანა დაეტაკა, ვერ დაუნახია. ნასვამი მართავდა მანქანას.
ეს მანქანა მისი არ იყო, თბილისში მუშაობდა, ვიღაცას მისი ვალი ქონია და მაგის გამო ჩამოსულა, იმ კაცს კი, ვალის გასტუმრებამდე მანქანა მიუცია და უთქვს ვალს, რომ გაგისტუმრებ, მერე დამიბრუნეო. ამ ბიჭს გზაში დაულევია და ისე წამოსულა.
რამდენი ოჯახი დაღუპა დალევის გამო. საშინელაბა ტრიალებს სოფელში.
პოლიციაში თავისი ფეხით მივიდა და ჩაბარდა." - ამბობს ადგილობრივი
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
0
0