04/11/2024
20:46
პოლიტიკა
რას ფიქრობთ იმაზე, რომ ორშაბათობით აქ მოეწყოს დიდი დემონსტრაცია, სადაც ჩვენ გაგაცნობთ შემდგომ გეგმებს? - ასე მიმართა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ რუსთაველის გამზირზე მდგომ აქციის მონაწილეებს.
როგორც ბაქრაძემ განმარტა, აქციები ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება, მაგრამ ორშაბათობით ცენტრალურ გამზირზე მთავარი აქციები მოეწყობა.
„რას ფიქრობთ იმაზე, რომ ორშაბათობით აქ მოეწყოს დიდი დემონსტრაცია, სადაც ჩვენ გაგაცნობთ შემდგომ გეგმებს, შემდეგი კვირისთვის და დაინიშნოს ასეთი ორშაბათის დემონსტრაციები? მე ეს მახსოვს ჯერ კიდევ “გედეერის” პერიოდიდან, როდესაც “გედეერში” ასეთი ორშაბათის დემონსტრაციები იმართებოდა და ამას, საბოლო ჯამში, მოჰყვა კედლის დანგრევაც. მზად ხართ ორშაბათობებზე? არ ვისვენებთ, ყოველდღიურად იქნება სხვადასხვა აქცია, მაგრამ არის ერთი დიდი ცენტრალური აქცია ორშაბათობით”, - თქვა ლაშა ბაქრაძემ.
0
0