14/04/2024
23:28
ეკონომიკა
ორმაგად სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის ქოლგის ქვეშ, რომელიც უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გარანტი, პირიქით, აბსურდული და ღრმად პოლიტიზებული პროცესის წაქეზება ხდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა „იმედის კვირას“ ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი წევრის შერჩევის პროცესზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, იგი ძალიან შორს არის იმ აზრისგან, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილმა კომისიამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შესარჩევად რაიმე ტიპის ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს.
„ჩვენ ვხედავთ ინფლაციის აბსოლუტურად ზუსტ კონტროლს, ვხედავთ ეროვნული ბანკის მიერ ძალიან კარგად აქცენტირებულ სტიმულირებას, როდესაც საუბარია, მაგალითად, რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე; ჩვენ ვხედავთ სტაბილურ ლარს ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომელიც მოსახლეობას აძლევს საშუალებას ცხოვრების უფრო უკეთ პროგნოზირების. როგორც ჩანს, ეს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტი არ შედის პოლიტიკურად მოტივირებული სუბიექტების ინტერესებში“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
0
0