13/11/2024
12:11
საზოგადოება
"ორი ვაჟი პირველი ცოლისგან და ორი უკანონო ქალიშვილი: როგორ გამოიყურებიან მიხეილ სააკაშვილის შვილები“, - ამ სათაურით უკრაინული მედია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე სტატიას აქვეყნებს.
"სააკაშვილი ამჟამად საქართველოს საავადმყოფოში იმყოფება“, - ასე იწყება სტატიამ რომელიც სააკაშვილის პირად ცხოვრებაზე გვიყვება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინელი პოლიტიკოსის ,მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრება მკითხველში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. დაპატიმრებული პოლიტიკოსი პატიმრობამდე ორი შვილის მამა იყო, ახლა კი ოთხი ჰყავს.
უკრაინულმა "ტელეგრაფმა" გადაწყვიტა გაერკვია, როგორ გამოიყურებიან მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეები და რა არის ცნობილი მათ შესახებ.
რა არის ცნობილი მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ
1993 წელს ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში სწავლისას, ჰოლანდიელ სანდრა რულოვსს შეხვდა. წყვილმა რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო, რომელიც ქორწინებით დასრულდა.
სააკაშვილის მეუღლე წითელი ჯვრის თანამშრომელი იყო და ქუთაისს ჰუმანიტარული ჯგუფის ფარგლებში სტუმრობდა. საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის ის ნამდვილი მხარდამჭერი და კარგი მრჩეველი გახდა, ის საარჩევნო კამპანიის დროს ხშირად ეხმარებოდა. სანდრამ ასევე დააარსა Soho Foundation, არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ბავშვებს, დევნილებს, მარტოხელა პენსიონერებს და მრავალშვილიან ოჯახებს.
როგორ გამოიყურებიან მიხეილ სააკაშვილის შვილები
სანდრასთან ქორწინებაში სააკაშვილს ორი ვაჟი შეეძინა: ედუარდი (დაიბადა 1995 წელს) და ნიკოლოზი (2005 წელს დაბადებული). "ფეისბუქზე" რამდენიმე თვის წინ სანდრა რულოვსმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ გაიზარდნენ სააკაშვილის შვილები.
ნიკოლოზმა სკოლა თბილისში წელს დაამთავრა. მისი ნათლია, სხვათა შორის, უკრაინის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკოა.
უფროსმა ვაჟმა ედუარდმა ნიდერლანდების უტრეხტის უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის განხრით მაგისტრის ხარისხი მიიღო. გასულ წელს ედუარდმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მას აწუხებდა მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე.
2021 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ქართველი პოლიტიკოსი რომანტიკულ ურთიერთობაში იყო უკრაინელ დეპუტატ ელიზავეტა იასკოსთან. მაშინ ოფიციალურმა მეუღლემ სანდრა რულოსვმა განაცხადა, რომ არაფერი იცოდა ქმრის უკრაინელ ქალთან რომანის შესახებ.
გასულ წელს, მიხეილ სააკაშვილმა წერილი მისწერა "უკრაინსკაია პრავდას“ მთავარ რედაქტორს სევგილ მუსაევას, სადაც უკრაინისადმი მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. პატიმარმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ უკრაინა მისი ცხოვრებისა და ბრძოლის ნაწილია. სააკაშვილის თქმით, მას უკრაინაში ჰყავს პატარა ქალიშვილი ჟასმინი, რომლის ნახვისა და მოფერების საშუალება ჯერ არ ჰქონია.
"...რა არის ჩემთვის უკრაინა? ეს ჩემი ცხოვრებისა და ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩემი ზრდასრული ცხოვრების უმეტესი ნაწილი უკრაინაში გავატარე. ახლა უკრაინულად უფრო კარგად ვლაპარაკობ, ვიდრე რუსულად.
უკრაინა ჩემი სახლია კიევში, პატარა მიწის ნაკვეთი მირგოროდში. უკრაინაში ჩემი განსაკუთრებული სიყვარულია ქალაქი ოდესა. უკრაინა ჩემი მეგობრებია, ახლა უკრაინა ჩემი პატარა ქალიშვილია, უკრაინელი ჟასმინი, რომლის ნახვისა და მოფერების საშუალება ჯერ არ მქონია“, - წერდა სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი წერილში ლაპარაკობდა გოგონაზე, რომელიც ელიზავეტა იასკოსთან შეეძინა. დეპუტატმა 2023 წლის ივნისში საჯაროდ დაწერა, რომ დედა გახდა. ამ დრომდე საჯაროდ არ გავრცელებულა გოგონას ფოტოები.
სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ მალევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ქართველი მომღერლის სოფო ნიჟარაძისგან კიდევ ერთი ქალიშვილი ელის მარია ჰყავს.
სოფო ნიჟარაძე 2010 წელს, ნორვეგიაში "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმოადგენდა.
0
0