07/11/2024
18:17
პოლიტიკა
ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადასტურდა, რომ ხმები იყო ფარული, არავის ჰქონდა ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირების შესაძლებლობა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სადმე თუ არსებობს მარკერის კვალის შემთხვევები, ეს არ ნიშნავს, რომ ამომრჩევლის ნება იყო იდენტიფიცირებადი, რაზეც ასევე არცერთ საერთაშორისო დოკუმენტში არ არის საუბარი.
„ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადასტურდა, რომ ხმები იყო ფარული და არავის ჰქონდა შესაძლებლობა, ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირება მოეხდინა. ასევე არ არის არანაირი საფუძველი, არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში არ არის დადასტურებულად საუბარი, თითქოს სადმე ასეთ დარღვევას ჰქონდა ადგილი, თუ არ ჩავთვლით პოტენციურ შესაძლებლობასა და ალბათობაზე საუბარს. ინსტიტუციამ უზრუნველყო, დაწყებული საარჩევნო კაბინაში ნების გამოხატვით, დასრულებული ხმის მთვლელ აპარატებში ბიულეტენის მოთავსებით, ჩარჩოფორმის არსებობით, ბიულეტენის ამობრუნებით მოთავსებით, რომ ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოფილიყო პირის ნება, არჩევანი არ ყოფილიყო ხილული ვინმესთვის. თუ სადმე არსებობს მარკერის კვალის შემთხვევები, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამომრჩევლის ნება არის იდენტიფიცირებადი, რაც ასევე დადასტურდა ორი დონის სასამართლო გადაწყვეტილებით, რაზეც, ასევე, არცერთ საერთაშორისო დოკუმენტში არ არის საუბარი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
0
0