03/06/2024
11:12
ეკონომიკა
დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც ჩვენს 2 ათასამდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, კერძოდ, ჯარიმისგან გათავისუფლდება 1 855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი.
„უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება დღეს, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა, აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით. წინადადება ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა.
ჯარიმისგან გათავისუფლდება 1 855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. თანხის ჯამური მოცულობა იქნება დაახლოებით 5 მილიონ 600 ათასი ლარი. დღეს განიხილება ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0