27/11/2022
11:56
სამართალი
ორი ადამიანი ემსხვერპლა საგზაო შემთხვევას ლაგოდეხში.
გარცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები სიძე და ცოლისძმა არიან.
შემთხვევა წუხელ, სოფელ ვარდისუბანთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი სავარაუდოდ, სველ გზაზე მოცურდა და ხეს შეეჯახა.
თანასოფლელების ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას, შემთხვევის ადგილზე ორივე გარდაცვლილი დახვდა.
„წვიმა და ნისლი იყო, მთელი დღე. სავარაუდოდ, სველ გზაზე მოცურდნენ და ორივე, სიძე და ცოლისძმა ადგილზე დაიღუპნენ. სასწრაფოს საავადმყოფოშიც აღარ გადაუყვანია, აზრი არ აქვსო. რამხელა ტრაგედიაა ოჯახებისთვის, ორი მთასავით ბიჭის სიცოცხლე, უცბად გაქრა"- ამბობენ ახლობლები.
ერთ-ერთ გარდაცვლილს, მეუღლე და ხუთი შვილი დარჩა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით მიმდინარეობს.
0
0