ორფოლოს პოლიგონზე 61-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული წვრთნები დაასრულა
29/10/2022
10:41
სამხედრო
A-
+A
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება ბატარეა/ბატალიონის შემადგენლობით საბრძოლო სროლებით დაასრულა. შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოში” წინასწარ განსაზღვრულ რაიონში არტილერისტებმა 152 მმ თვითმავალი ქვემეხით პირობითი მოწინააღმდეგე საცეცხლე ზემოქმედებით გაანადგურეს.
61-ე საარტილერიო ბატალიონის საველე სწავლება დამკვირვებელ-მაკონტროლებელი ჯგუფის მიერ დადებითად შეფასდა. წვრთნები ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოთხ ფაზად ჩატარდა. სწავლება ბატალიონის დონეზე მომზადებას, გადაადგილებას და კონსოლიდაციას მოიცავდა. წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნისა და მომზადების დონის ამაღლება იყო.
0
0
332
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%