ოქროს ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
20/05/2024
11:10
ეკონომიკა
A-
+A
ნიუ-იორკის „კომექსის“ ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად ოქროს ფასმა 2454.1 აშშ დოლარს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ამის შესახებ ინფორმაციას FXStreet ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა აპრილში თავის მარაგებს 60 000 ტრუას უნცია ოქრო დაამატა და უკვე ზედიზედ მე-18 თვეა, ოქროს შესყიდვით არის დაკავებული, რაც იმით არის განპირობებული, რომ ჩინელი ინვესტორები ოქროზე, როგორც საიმედო აქტივზე გადაერთვნენ ეკონომიკური არასტაბილურობისგან დასაზღვევად.
FXStreet-ის შეფასებით, ამან ძვირფას მეტალზე ფასების რეკორდული მატება გამოიწვია.
ბოლო მონაცემების მიხედვით, თურქეთი და ახლო აღმოსავლეთის მრავალი ქვეყანა აგრეთვე აქტიურად ყიდულობს ოქროს ზოდებს.
0
0
169
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%