11/05/2023
19:59
სპორტი
ოქრო - ლუკა მაისურაძეს, ვერცხლი - ლაშა ბექაურს!
დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი ვიხილეთ. ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდნენ.
თანაბარი და დაძაბული ბრძოლა დამატებით დროში გაგრძელდა. ეფექტური გდებით ლუკა მაისურაძემ გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მანამდე კი ბექაურმა იაპონელი სანშირო მურაო გაშვებული ვაზარის შემდეგ ორი ვაზარით დაამარცხა, მაისურძემ კი იტალიელ კრისტიან პარლატის დამაჯერებლად, ვაზარით მოუგო.
შეგახსენებთ, რომ ოთხი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილი კი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) დაიკავა.
0
0