11/11/2024
16:13
პოლიტიკა
ოპოზიციის სახელით მოქმედი ჯგუფები და მათი წამქეზებლები ითხოვენ, გამოიგონონ ისეთი „საერთაშორისო“ მექანიზმი, რომელიც აიძულებს „ქართულ ოცნებას“, აჩუქოს მათ ხელისუფლება. სანაცვლოდ, მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს „რუსის“ იარლიყს მიაკერებენ, მერე კი სანიმუშოდ დასჯიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბოჭორიშვილი წერს, „ამგვარად ამოაბრწყინებენ კავკასიის მთებიდან დემოკრატიის ახალ შუქურას“.
„ოპოზიციის სახელით მოქმედი ჯგუფები საქართველოში და მათი წამქეზებლები ითხოვენ, სასწრაფოდ გამოიგონონ ისეთი „საერთაშორისო“ მექანიზმი, რომელიც აიძულებს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ „ქართულ ოცნებას“, აჩუქოს მათ ხელისუფლება, ისე რომ ამისთვის არც ხალხის მხარდაჭერა იყოს საჭირო, არც საარჩევნო ადმინისტრაცია და არც არჩევნების სამართლიანობის მტკიცება. სანაცვლოდ, ისეთ დემოკრატიას ჰპირდებიან სამყაროს, სადაც საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს, რომელმაც გაბედა და 41 გააფერადა, მიაკერებენ „რუსის“ იარლიყს და მერე სანიმუშოდ დასჯიან. ასე და ამგვარად ამოაბრწყინებენ კავკასიის მთებიდან დემოკრატიის ახალ შუქურას. სადმე common sense თუ არის შემორჩენილი, ამ ხალხს შველა სჭირდება“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024