10/01/2022
17:22
პოლიტიკა
როგორც ეკა ხერხეულიძმ ჟურნალისტებთან სხდომის დაწყებამდე განმარტა, საზოგადოება ფიქრობს, რომ ოპოზიციას ბევრი რამ აქვს გამოსასწორებელი.
„ეს სხდომა ემსახურება ჩვენი პარტიის უფრო ეფექტურ მუშაობას, იმ დასახული მიზნების უფრო ეფექტურად განხორციელებას, რომელიც აქამდეც არსებობდა. არსად წასულა ეს პრობლემები. საზოგადოებაში, ოპოზიციის მხარდამჭერებში ფიქრობენ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი, რომ მათთვის მისაღები გახდეს ოპოზიციის ბრძოლა და ტაქტიკა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევეცდებით, მათი პრეტენზიები დავაკმაყოფილოთ, შევეცდებით, უფრო ეფექტიანი გახდეს ჩვენი მუშაობა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის არც ერთ შემთხვევაში. ყველა ადამიანი, რომელიც ამ პერეტრუბაციებში პოზიციებს გაცვლის და იქნება რაღაც გადაადგილებები, ერთიანი გუნდი იგივენარად შევეცდებით იმ გეგმების და მიზნების დასახვას სამომავლოდ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის რიგგარეშე არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი განთავისუფლება“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
0
0