11/11/2024
23:07
პოლიტიკა
ოპოზიციის გადაწყეტილება სადღეგრძელოების დონეზეა, რომელსაც ათწლეულებია ვუსმენ, ვიცი, ვინ იქნება თამადა და როგორ დალევენ დაშლა-არმოშლის სადღეგრძელოს, რაც პარლამენტში შესვლას ნიშნავს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
დავითაიამ ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე შეაფასა ბარიერგადალახული ოპოზიციის გეგმები და ქმედებები.
როგორც დავითაიამ აღნიშნა, თუ გინდა პარლამენტი არ შედგეს, „მეტროსთან კი არ უნდა ჩაატარო აქცია“, არამედ სამართლებრივ მდგენელს უნდა მიჰყვე.
„ხალხის რაოდენობა რატომ არის ნაკლები, რატომ არ არის ბევრი? იმიტომ, რომ ხალხმა ვერ გაიგო რას ვითხოვთ. ხალხი ვერ იგებს პარლამენტში შესვლა არ შესვლაზე მე რატომ უნდა ვიდგე აქციაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი მესიჯი მიიტანო. მეტროსთან კი არ უნდა ჩაატარო აქცია, სამართლებრივ მდგენელს უნდა მიჰყვე, თუ გინდა პარლამენტი არ შედგეს და თუ დრო გინდა გაწელო, კი ბატონო, 20-მდე ოქმს მიიღებენ და ვნახავ ერთი როგორ შეეწინააღმდეგებიან ამ ოქმის მიღებას.
ყველას დაავიწყდა, რომ ამბობდნენ „ოთხი ფრონტით დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“ დაამარცხეს? ეგონათ, რომ ხელისუფლება დაუთმობდა რამეს ვინმეს? არავის არაფერს არ დაუთმობს. მე არ მინახავს, ძალაუფლების დათმობაზე ვინმე მარტივად მიდიოდეს. ამიტომ იყო ერთიანობა აუცილებელი, თვეები ვლაპარაკობდით ამაზე. არ გაკეთდა ეს ერთიანობა. სად არის ერთიანობა? 18 პარტია იღებდა არჩევნებში მონაწილეობას. ოთხისთვის გაყალბდა მარტო არჩევნები? მე დავაფიქსირე, რომ გაყალბდა, მაგრამ სხვებიც ხომ არიან? ჩვენ ამ პროცესში ჩართულები ვართ როგორც მოქალაქეები, მაგრამ პოლიტიკური პროცესი მნიშვნელოვანია.
სხვა ოქმებში ჩვენ დავწერეთ განსხვავებული აზრები, როგორც ყველა ოპოზიციამ და როდესაც საერთაშორისო ხმები იქნა მიღებული, ოქმებში განსხვავებული აზრი არ დაიწერა. კითხვას ვსვამ, იქ სამართლებრივად ჩატარდა? იქ ის მთვლელი აპარატი არ იდგა? იქ ის ფლომასტერი არ იყო? ეს კითხვის ნიშნებია და როდესაც ვხედავ, რომ არის სადღეგრძელოების დონეზე გადაწყვეტილება. ამ სადღეგრძელოებს ვუსმენ ათწლეულებია უკვე. ვიცი ვინ თამადა იქნება და ბოლოს დაშლა-არ მოშლის სადღეგრძელოს როგორ დალევენ. დაშლა-არმოშლა ნიშნავს პარლამენტში შესვლას, ასე დამთავრდება ეს ყველაფერი. მთავარი მოქმედებაა და მოქმედება ამისკენ მიდის. ამ ეტაპზე ასეა და შეიძლება შეიცვალოს, არ ვიცი, თუმცა მე ვერ ვხედავ“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
0
0