ოპოზიციის დღის წესრიგი არის მხოლოდ და მხოლოდ ქაოსი - მამუკა მდინარაძე
30/09/2021
14:40
პოლიტიკა
A-
+A
ჩვენი საარჩევნო კამპანია არის დაპირებებზე პროაქტიური, იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს, რა საჭიროებებია საზოგადოებაში, ოპოზიციის საარჩევნო კამპანია არის ქაოსის დაპირება, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, მიმდინარე კამპანია სპეციფიკურია.
„ეს არის ერთ-ერთი სპეციფიკური არჩევნები ერთი თვალსაზრისით - ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას საერთოდ არ აწარმოებს. ოპოზიცია აწარმოებს პროვოკაციულ კამპანიას და მათი ტელევიზიები ავრცელებენ „ფეიკებს“ უპრეცედენტო მასშტაბით. ეს არის მათი კამპანია. თუ გახსენდებათ რადიკალური ოპოზიციიდან რომელიმე პარტიის ერთი საარჩევნო დაპირება, რომელიც არჩევნებს შეეხება? იმიტომ არ გახსენდებათ, რომ ასეთი საარჩევნო დაპირება არ ყოფილა. მათი დაპირებაა ქაოსი, არეულობა. ოპოზიციის დღის წესრიგი არის მხოლოდ და მხოლოდ ქაოსი. აქედან გამომდინარე, ამომრჩეველი მარტივად გააკეთებს თავის არჩევანს ქაოსსა და გასაკეთებელ საქმეებს შორის“, - განაცხადა მდინარაძემ.
0
0
212440
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%