26/11/2024
14:05
პოლიტიკა
ოპოზიციას, სინამდვილეში, პარლამენტში ყოფნა ძალიან უნდა, ყველაზე სკეპტიკური ადამიანებიც კი დარწმუნდნენ, რომ ეს ადამიანები არც ნდობას და არც მხარდაჭერას არ იმსახურებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციის სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს.
„სინამდვილეში, ამ ადამიანებს პარლამენტში ყოფნა ძალიან უნდათ. რასაც ვხედავთ, პირველად არ არის, მსგავსი სიტუაციები და რემეიქები მანამდეც ყოფილა. ეს არის სრულად გაკოტრებული ოპოზიცია, რომლის სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს. ვინმეს მათი ჯერ კიდევ თუ სჯეროდა, ყველაზე სკეპტიკური ადამიანებიც კი დარწმუნდნენ, რომ ეს ადამიანები არც ნდობას და არც მხარდაჭერას არ იმსახურებენ, რადგან ყველაფერს იკადრებენ. სინდისის ქენჯნას ვერ იგრძნობენ. რა თქმა უნდა, რაც არ აქვთ, იმას ვერც იგრძნობენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
0
0