07/01/2025
17:46
პოლიტიკა
წინა შობას მე დავწერე ასეთივე პოსტი, რათა მემხილებინა ცილისმწამებლური კამპანია ქართული მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის მიმართ ფსევდოლიბერალური რადიკალების მხრიდან და გაგიკვირდებათ, მაგრამ წელს ქართულმა ოპოზიციამ, სასწაულებრივი გარდაქმნის აქტის შემდეგ, ზუსტად ის „რუსული შობა“ იზეიმა, რომელსაც სულ რაღაც ერთი წლის წინ უარყოფდა, - დაწერა სოციალურ ქსელ X-ში პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„წინა შობას მე დავწერე ასეთივე პოსტი რათა მემხილებინა ცილისმწამებლური კამპანია ქართული მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის მიმართ ფსევდოლიბერალური რადიკალების მხრიდან. აი ამონარიდი: „ეკლესიაზე თავდასხმის მიზანი არის 7 იანვრის თარიღის კომპრომეტირება, როდესაც შობა აღინიშნება (ანუ 25 დეკემბერს იულიუსის კალენდრით, რომელსაც ქართული მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესია მიჰყვება). ოპოზიციამ გამოიყენა ეს სუფთა კანონიკური საკითხი, რომელიც კალენდრების სხვაობას ეხება და უწოდა დღესასწაულს „რუსული შობა“. თქვენ შეიძლება გაოცებულები დარჩეთ, მაგრამ ამ წელს ქართულმა ოპოზიციამ, სასწაულებრივი გარდაქმნის აქტის შემდეგ, ზუსტად ის „რუსული შობა“ იზეიმა, რომელსაც სულ რაღაც ერთი წლის წინ უარყოფდა“, - წერს პაპუაშვილი.
0
0