11/11/2024
12:53
პოლიტიკა
ოპოზიციას ერთადერთი შანსი აქვს, მარცხი აღიაროს და თქვას, პოლიტიკიდან წავედიო ან შემდეგი არჩევნებისთვის მოემზადოს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „საზოგადოებამ როგორც საქართველოში, ასევე ევროპასა და ამერიკაში ამ ადამიანების ბედი გადაწყვიტა“.
„ოპოზიცია მსჯელობს, მაქსიმუმ, ახალი წლების შემდეგ პოლიტიკური პანაშვიდები როგორ ჩაატაროს, რადგან მსოფლიო საზოგადოებამ როგორც საქართველოში, ასევე ევროპასა და ამერიკაში ამ უნიათოების და არატრადიციების მიმდევარი ადამიანების ბედი გადაწყვიტა. პრაქტიკულად, ოპოზიციას ერთადერთი შანსი აქვს, მარცხი აღიაროს და თქვას, პოლიტიკიდან წავედიო ან შემდეგი არჩევნებისთვის მოემზადოს. მათ დაანონსებულ აქციებს რაც შეეხება, თქვეს, კარვებს ვიყიდითო და ხალხს უთხრეს, გეგმა არ გვაქვს და ხაზარაძე გეტყვითო. ხაზარაძემ თქვა, ელისაშვილი გეტყვითო, ელისაშვილმა სცენაზე მითხრესო, გვარამიამ თენგო გვეტყვისო. „რწყილი და ჭიანჭველას“ იგავ-არაკში ვართ, რაც ოპოზიციის სახეა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0