14/11/2024
23:19
პოლიტიკა
„ფორმულას“ და „მთავარს“ ერთმანეთში შეთანხმებული არ ჰქონდათ, რა ფორმით გაყალბდებოდა ეგზიტპოლები, ერთმანეთსაც კი ააცილეს ეგზიტპოლის შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, თვითონ ეგზიტპოლები რომ გაყალბებულია, ამის მტკიცებულებას იძლევა ამ ორი ეგზიტპოლის შედარება და ასევე ეგზიტპოლის და ცესკო-ს შედეგების შედარება.
„ეგზიტპოლს რაც შეეხება, არჩევნებს თუ აყალბებ, მმართველი პარტია არჩევნებს თუ აყალბებს, თეორიულად დავუშვათ ასეთი რამ, ამ შემთხვევაში ხომ პროპორციულად აკლდება ყველა ოპოზიციურ პარტიას. ამას ამბობენ. შენ დაიმატე 400 000 ხმა, ეს უნდა გამოაკლო და პროპორციულად მოაკლდეს ოპოზიციურ პარტიებს. სხვა ლოგიკა ხომ არ არსებობს. ეგზიტპოლი როგორ შეიძლება იყოს სანდო, როცა გვაქვს შემდეგი მოცემულობა – არჩევნებზე დაფიქსირდა 11% „ახალი“ და 9% „ლელო“. 2%-იანი სხვაობა იყო „ახალსა“ და „ლელოს“ შორის. „ედისონის“ ეგზიტპოლის მიხედვით, 18% ჰქონდა „ახალს“ და 9% ჰქონდა „ლელოს“. ანუ, არჩევნებში დაფიქსირებულია 2%-იანი სხვაობა და ამათ აქვთ ორმაგი სხვაობა დაფიქსირებული.
ცალკე ავიღოთ „ჰარისის“ და „ედისონის“ ეგზიტპოლები – ერთმანეთში აქვთ ცდომილება, რომელს უნდა ენდო? როგორც ჩანს, არ ჰქონდათ ერთმანეთში შეთანხმებული, აქეთ „ფორმულას“ და იქით „მთავარს“, რა ფორმით გაყალბდებოდა ეს ეგზიტპოლები, ერთმანეთსაც კი ააცილეს ეგზიტპოლის შედეგები. ეგზიტპოლში „ლელოს“ პროცენტი სწორად დაჯდა, 9%, ხოლო 11%-ის მაგივრად, 18% დაუფიქსირეს „ახალს“, ისე, რომ 2%-ის მაგივრად, ორმაგი სხვაობა ფიქსირდება ეგზიტპოლში „ახალსა“ და „ლელოს“ შორის.
თვითონ ეგზიტპოლები რომ გაყალბებულია, ამის მტკიცებულებას პირდაპირ იძლევა ამ ორი ეგზიტპოლის შედარება და ასევე ეგზიტპოლისა და ცესკო-ს შედეგების შედარება. სინამდვილეში, ისინი გაყალბებაზე არ საუბრობენ, რასაც გვაბრალებენ, ეს არის ფოკუსი. ეს არ არის გაყალბება. 400 000 ხმის დამატება არის ფოკუსი და არა გაყალბება. ასეთ რაღაცას როცა გაბრალებენ, ჩანს, რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია ოპოზიცია“, – განაცხადა პრემიერმა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024