11/11/2024
12:42
პოლიტიკა
აშკარაა, რომ ოპოზიცია აქ აბსოლუტურად არ აფასებდა იმ ფაქტს, რომ ბევრ საქართველოს მოქალაქეს, სრულიად სამართლიანად ეშინია ომისა და აგრესიის იმიტომ, რომ “გლობალური ომის პარტია” არსებობს - ეს გახლავთ რუსეთი. - ამის შესახებ ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში, საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა:
"მე სრულად მესმის ის, რომ ადამიანები დაუცველად გრძნობენ თავს და მესმის, რომ განსაკუთრებით თქვენ ქვეყანაში იმიტომ, რომ 20% თქვენი ტერიტორიების გახლავთ რუსული ოკუპაციების ქვეშ.
ეს დიდი იმედგაცრუებაა, ჩვენ ევროპაში - გერმანელებმა, ფრანგებმა და ყველამ თვალები დავხუჭეთ 2008 წელს, შორს ვიყავით მეგობრები და მოკავშირეები, მაგრამ ჩვენ ვეცადეთ, გვესწავლა ჩვენს შეცდომებზე - ამიტომ, უნდა ცოტათი მოთმინებით მოგვეპყროთ ჩვენ.
ზოგჯერ დრო სჭირდება, რომ შემოტრიალების წერტილს მივაღწიოთ.
[…] ჩვენ უნდა შევქმნათ უზარმაზარი კოალიცია გლობალური ომის პარტიის, რუსეთის წინააღმდეგ - ეს გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რატომ ვიმყოფებით აქ და ყველას მოგესალმებით, თუ შემოგვიერთდებით.
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ისტორიულად როცა ასეთი გახსნილი გონებით, უფრო ყურადღებით ვუსმენდით ჩვენს მეგობრებს პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში - უფრო უკეთ რომ მოგვესმინა, ახლა აქ, აღმოსავლეთ ევროპაში სიტუაცია გაცილებით უკეთ იქნებოდა." - აღნიშნა მიხაილ როთმა თბილისში, საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციებს შორის შეხვედრის შემდეგ [სინქრონული თარგმანი].
0
0