04/07/2024
17:31
სამართალი
არასათანადო ანაზღაურება, შრომითი უფლებების დარღვევა, და ახლა უკვე ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება დასაქმებულების მიმართ- "ევოლუშენ გეიმინგის" თანამშრომლები კომპანიას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ.
ონლაინ კაზინოების პროვაიდერი კომპანია ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს.ის არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, თუმცა ამჯერად პროტესტის ახალი ტალღა, ონლაინ მედია მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ე.წ სქრინებს მოჰყვა.
კომპანია ამბობს, რომ მისი პრიორიტეტი კარიერული განვითარებაა, თუმცა ერთი ნაფეხურით მაღლა მდგომი მენეჯერები პირად შიდა საკომუნიკაციო ჩატებში ფრჩხილის სიგრძესა და წონის პრობლემებსაც განიხილავენ. როგორც გავრცელებულ მასალაში ვხედავთ ადგილი აქვს რასობრივ დისკრიმინაციას, კერძოდ კანის ფერის განხილვასა და მასთან დაკავშირებულ შეუსაბამო იუმორის.
ჩვენ ვცადეთ ამბის ფიგურანტებთან დაკავშირება, არცერთ მათგან კამერებთან საუბარი არ სურს.
თუმცა, სოციალურ მედიაში მაკუნა მაჭარაშვილის ვიდეო მიმართვა ვრცელდება. ის ერთ-ერთია, ვინც მენეჯერების მხრიდან დაცინვისა და შეუსაბამო განხილვის ობიექტი გახდა. მაკუნას თქმით, ის ბრძოლას აუცილებლად დაიწყებს და შესაბამის ზომებს მიმართავს.
"ევოლუშენ გეიმინგი" კი პრობლემის სათავის ძიებას იწყებს, მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ- 8000-მდე ადამიანისგან შემდგარ გუნდში, თანამშრომლების გაკონტროლებას და მიუღებელი ქმედებების დროულად გამოვლენას მათი გამოწვევაა, და საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.
0
0