ომში მომუშავე უკრაინელი ფოტოჟურნალისტი მაქს ლევინი მოკლული იპოვეს - უკრაინული მედია
02/04/2022
15:50
მსოფლიო
A-
+A
უკრაინელი ფოტოჟურნალისტი მაქს ლევინი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომში გამოცემა hromadske-სთვის მუშაობდა, მოკლული იპოვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
არსებული ცნობებით, ლევინი ადგილობრივმა პოლიციამ პირველ აპრილს კიევის რეგიონის სოფელ გუტა მეჟიგორსკაიას მიდამოებში ხანგრძლივი ძებნის შემდეგ იპოვა.
როგორც ცნობილია, ის თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. 40 წლის ლევინს ისეთი გამოცემებისა და სააგენტოებისთვის აქვს ნამუშევარი, როგორიც უკრაინული „უნიანი“, ასევე საერთაშორისო Associated Press და Reuters-ია.
უკრაინულმა მედიამ კიევის მახლობლად, ფრონტის ხაზზე ცნობილი ფოტოჟურნალისტის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 22 მარტს გაავრცელა. უკრაინულ მედიას აღნიშნულის შესახებ მაქს ლევინის მეგობარმა, მარკიან ლისეიკომ შეატყობინა.
0
0
423
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%