25/02/2022
12:46
პოლიტიკა
პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა უკრაინას ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოუჩინონ.
„კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ. გუშინ ჩემს განცხადებაში ვთქვი, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა, სამხედრო მოქმედებები აბსოლუტურად მიუღებელია და იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
ჩვენ, საქართველო და ჩვენი ხელისუფლება ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს, იმისთვის რომ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. რა თქმა უნდა ის რაც უკრაინაში ხდება არის დიდი ტრაგედია.
ამ ომით, რომელიც სამწუხაროდ შეკავებული არ იქნა, ყველაზე მეტად დაზარალდება თავად უკრაინა, როგორც სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, მისი ტერიტორიული მთლიანობა და უკრაინელი ხალხი.
შესაბამისად, ომს არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენს თავზე გამოვცადეთ 2008 წელს, როცა საუბედუროდ ვერ იქნა 2008 წლის ტრაგიკული მოვლენები, რამაც გახსოვთ ალბათ, რომ ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას.
ვინ დაზარალდა ამით ? რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. დაიხოცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები, დავკარგეთ ტერიტორიები, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ოკუპაცია და აღიარება შემდეგ...
დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ ომი ყველასთვის არის მიუღებელი, გამარჯვებული არცერთ მხარეს არ ჰყავს. ზიანი ორივე მხარეს მიადგება, რა თქმა უნდა ჩვენ კიდევ ერთხელ ჩვენს სოლიდარობას ვუდასტურებთ უკრაინას და მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები შეჩერდეს.
ახლა რაც შეეხება ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ჩემი დავალებით საგარეო საქმეთა მინისტრი ჩართული იყო და მან ეუთოს მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. იქაც გამოვხატეთ, რა თქმა უნდა, ჩვენი სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024