ომიკრონის ბოლო ვარიანტი უფრო გადამდებია და მაღალი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზია - თენგიზ ცერცვაძე
21/02/2022
11:32
COVID-19
A-
+A
„ომიკრონის ბოლო ვარიანტი უფრო გადამდებია და მაღალი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზია“ - ამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
„BA.2, ანუ ყველაზე ბოლო ვარიანტი ომიკრონის, 1,5-ჯერ უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ომიკრონის“ პირველი სუბვარიანტი, BA.1. გარდა ამისა, იწვევს შედარებით უფრო მძიმე დაავადებას და მათ შორის, უფრო ხშირად იწვევს ფილტვების ანთებას.
ომიკრონის BA სუბვარიანტს იშვიათად ახასიათებდა ფილტვების ანთების განვითარება. საქართველოში შემთხვევათა უმრავლესობა გამოწვეულია BA.2-ით და ეს არის მაღალი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი იმასთან ერთად, რომ საქართველოში მაინც ძალიან მცირეა ვაქცინირებულთა რიცხვი. განსაკუთრებით მცირეა მესამე, ბუსტერ დოზით აცრილთა რიცხვი“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
0
0
410
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%